Saturday 21 February 2015

ლარის კურსის ამბავი

 ლარის კურსი გაუფასურდა. დოლართან მიმართებით ისე დაეცა, რომ ცენზურის დარღვევის გარეშე შეუძლებელია სიტუაცია აღწერო. საქართველოს ეროვნული ბანკის (ორდონიან საბანკო სისტემაში, პირველ დონეზე მდგომი და საბანკო სისტემის მაკონტროლებელი... არა მარტო...) საიტზე შეგიძლიათ იხილოთ 21/02/2015-ისათვის კურსი 1 GEL = 2.1771 USD .
 სათქმელის მაქსიმალურად შემოკლება მიყვარს და ამიტომ ამ ტრადიციას არც არ შემთხვევაში დავარღვევ. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ფაქტია პრობლემის წინაშე ვდგავართ, რაღაც უნდა ვიღონოთ რათა შემდგომში სიტუაციის რეგულირება შევძლოთ და სავალუტო სტრესი მძიმე დეპრესიაში არ გადავზარდოთ, მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ...
 ქართველობა როგორც ჩანს საკმაოდ მრავალპროფილური განათლებით გამოირჩევა და მისთვის არ არის რთული დასკვნები გააკეთოს როგორც სამედიცინო სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე ასევე ეკონომიკურ ციკლში მიმდინარე პროცესებზე და ამას ერთნაირი "სიძლიერით" ახერხებს. ყველა მეორე ვისაც სურს ექსპერტულ დონეზე, საკუთარ ტონში და სიტყვებში მტკიცედ დარწმუნებული აცხადებს "წინ გველოდება გარდაუვალი კატასტროფა და ეს ქართული ვალუტის, ლარის დასასრულის დასაწყისია"
 რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება წეროს და ილაპარაკოს იმაზე რაზედაც სურს თუმცა რეკომენდაციის სახით მაქვს მოსაზრება, რომელიც შეიძლება სავსებით სუბიექტურია, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი ამის შესახებ დავწერო. პანიკას არასდროს არცერთი სიტუაციიდან არ უპოვია გამოსავალი, მეტიც იგი არასდროს ყოფილა ოდნავი დამხმარეც კი წინააღმდეგობების გადალახვისას და თუ ვისაუბრებთ მისი, როგორც ფაქტორის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური ასპექტით შესაძლებელია მისი გამოყოფა.
 ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე სამომავლო დასკვნების გაკეთება მავანთათვის მიმინდვია, მე კი პოზიტიური მომავლის მჯერა და ვიმედოვნებ სიტუაციის დასტაბილურებას რა თქმა უნდა ჩვენდა სასარგებლოდ.
 დაე ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი ამ განსაცდელის ჟამს.

Thursday 12 February 2015

უძილობა და უაზრობა

 ქალაქური საღამო ჩამოწვა გარეთ. ოთახში მსუბუქი თუმცა ენერგიული მელოდია ჟღერს. სასიამოვნოდ ირეკლება ფანჯრებზე განათება. ასეთი გარემო ხელს გიწყობს, რომ იფიქრო და დროს აქვს კიდევ მნიშვნელობა. როდესაც ღამის 1-ელ საათზე გღვიძავს არაფერი დაგრჩენია აზროვნების და ფიქრის მეტი.
 ჩემი ქვეყანა ძალიან უცნაურია და განსხვავდება სხვა ქვეყნებიდან როგორც ფენომენი. აქ ერთდროულად უყვართ და სძულთ დასავლური ღირებულებები. სუფრა ცალკე ავტონომიაა და სხვათა შორის კანონებზე მეტად მის ტრადიციულ გამოძახილებს იცავენ.
 შარლი ? წარმოდგენა არ მაქვს ვინ, როგორ და რანაირად, უბრალოდ facebook-ის სივრცე აივსო ჩემთვის უცნაური ფრაზით "დღეს მეც შარლი ვარ". ზოგჯერ ასეთ მოვლენებთან მიმართებით ნულოვანი ინტერესი გამიჩნდება ხოლმე და თავსაც არ ვიწუხებ მოვიძიო ინფორმაცია, რამეთუ ყველა სხვამ იცის და მე რატომ ვიტკიო თავი?!
 კიდევ ვიღაც ჩამოყავთ. თუ ჩემი მეგობარი სწორად წერს თავის ვირტუალურ კედელზე ეს ალენ დელონია ფრანგული კინო ლეგენდა. მე ვფიქრობ ისიც სარწმუნოა მაგას "მაპი" აქვს თან წამოღებული და ევროკავშირთან ასოცირებაც მაგის გაჩალიჩებულია. ახლა მოვიწვიეთ კიდევ მეტისთვის. (მეტი კიდევ ზოგადი ცნებაა)
 ლოგიკური კავშირები ჩვენთან არ უნდა ეძებოთ. აქ ყველაფერი სპონტანურია და ნაკლებ რაციონალური. რაციონალიზმიც, როგორც ასეთი სადღაც კუთხეში მიყუჟულია და სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცაების მიერ იჯირყვნება თუ იჭირხვნება.
 მიჯირყვნა კიდევ საიდან მოიგონეს ეგ ხომ საერთოდ მაგდებს კალაპოტიდან. არ აპატიეს იმ ზებრათ მომშენებელს. ძნელი უნდა იყოს ამოდენა ფულის დაგროვება, თუმცა ამოდენა ხალხის "დაბოლება" საკმაოდ მარტივია, როგორც აღმოჩნდა.
 სად ვიყავით და სად მივედით ან მივდივართ თუ რას ვაკეთებთ? ვუყურე ინტერვიუს აძლევდა ერთი საკმაოდ ასაკოვანი ადამიანი, ნაპარლამენტარი და მეწყინა გულწრფელად ის რატომ მოხვდა იქ სადაც მოხვდა თქო, მაგრამ აქაც ის ამბავია რასაც ვიმსახურებთ.
 ერთი სიტყვით არ უნდა მოიკლო ძილი!

Thursday 22 January 2015

დისონანსი

  (jimmy cliff - you can get it if you really want) ღამის 12:47-ია და გრძნობ, რომ დედამიწას ცენტრი, სადღაც შენ გვერდით აქვს. დღეს 22 იანვარს 2015 წელს ოფიციალურად გადმოგაქვს დედამიწის ცენტრის ადგილსამყოფელი აქვე ოდნავ მარჯვნივ და არ გაწუხებს ამ ფაქტს რამდენი მხარდამჭერი ან წინააღმდეგი ეყოლება. ჩვენ ქვეყანაში საღ აზრს მხოლოდ განსაკუთრებულად გამორჩეულ შემთხვევებში ან მძიმე განსაცდელის ჟამს აძლევენ საშუალებას ქმედებაში გადაიზარდოს და ეს ჩემი არგუმენტია.
 ტვინს ჟანგბადი შეზღუდული ლიმიტით მიეწოდება სურდოს გამო, მგრამ ეგ არაფერი. არღვევ კანონებს და წესებს გონებისთვის, რომ თხზავდნენ ისტოიულად თეთრ ხალათიანი ტიპები თავზე წვეტიანი ქუდებით და ინკვიზიტორები, კიდევ მთელი კოლიზეუმის პერსონალი ის ვეფხები დაუმარცხებლები, რომ ეგონათ და შემდეგ გენიალურ ფილმში რასელ ქროუს გმირი, როგორი ეფექტური "ილეთით" განგმირავს ზებრის არავეგეტარიანელ და მეტად ფერად ბიძაშვილს.
 კარგია როდესაც სიკეთე იმარჯვებს, როგორც მთლიან კვირაში ბოლოს შაბათ კვირის დასვენების დღეები მოდის ან წლის ბოლოს ახალი წელი. არ ვიცი, რამდენად გასაგებად გადმოვეცი, თუმცა ასოციაცია happy and-ის ეგეთია ჩემ შემთხვევაში. ის ფრაზაც არ მესმის კარგად "ყველაფერი კარგია რაც კარგად მთავრდება" - აბა აპოკალიფსის საუკეთესო დასასრული როგორ უნდა წარმოვიდგინო, ან რა კუთხიდან შევხედო ამას ?
 ძალიან მინდა ჩავწვდე იაპონურ სიბრძნეს, როგორც ტომ კრუზი "უკანასკნელი სამურაის" სცენარში. საკმაოდ რთული დატვირთვის მატარებელია იპოვო შესაბამისი სიტყვა, ჟესტი, ქმედება და ცხოვრება სულ რაღაც ერთ ყვავილში.
 სადღაც წავიკითხე "საუკეთესო დრო სწორედ ახლააო" !





Wednesday 21 January 2015

ცოდნის sharing-ი!

 ბოლო პერიოდის ტენდენციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ყველა ცდილობს საკუთარი ცოდნის და არცოდნის გაზიარება მოახდინოს სხვადასხვა ფორმით. (მე ბლოგს ვწერ მაგალითისთვის)
 ერთი სიტყვით შევდივარ ჩემ საყვარელ ვიდეოების პორტალზე youtube (ზოგადად არჩევანის სპექტრი დიდია) და ვნახულობ ათეულ პრეზენტაციას სხვადასხვა კონკრეტულ თემაზე. აქედან 75 % (ყველაზე ცუდი დათვლით) აბსოლიტური სისულელეა, ხოლო დანარჩენი 25 % -ისთვის იყურება. და კიდევ 99 % აქედან კომერციული მიზნით კეთდება და "მონეტიზაციის" პრიმიტიულ პროცესზეა ორიენტირებული. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია უბრალოდ ფაქტია ასეთი. არ ვიცი რამდენად "გაგისწორდება" როდესაც ინფორმაციის მომწოდებლის მიზანი რამდენადმე ცდება იმ ღირებულებებს რომელზეც თავად მთხრობელი, მასწავლებელი აპელირებს.(ანუ ცოდნის გაზიარება ლამის უანგაროდ)
 მოკლედ ნუთუ ასეთი კეთილები გავხდით ? - ძალიანაც ვისურვებდი ამას თუმცა... არ მინდა ვინმეს გულწრფელობაში ეჭვი შევიტანო და ამას არც გავაკეთებ დაე არჩევანი თავად მკითხველმა გააკეთოს.
 ადრეც მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ. ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს მივაღწიოთ დასახულ მიზანს და იგი არ ცდება იმ შესაძლებლობების ზღვარს, რომელიც გაგვაჩნია. პირველ რიგში ვაცნობიერებთ რა გვსურს და შემდგომ ამისა სტრატეგიულად განსაზღვრული ნაბიჯებით, მიზანიმართული სვლაა საჭირო, კონკრეტულ შემთხვევებში კი სიტუაციისდა შესაბამისად სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებაც მოგვიწევს.
 მე და ნებისმიერი სხვაც ვერაფერს გასწავლით საკუთარი თავის შესახებ. არც ის მეთოდები გამოგადგებათ მე რომ გამოვიყენე ინტროსპექციის პროცესში.
 ალბათ ეს საკმაოდ მცირე მოცულობის ჰერმეტულად დახურულ ოთახს გავს სადაც ფიზიკის კანონების საწინააღმდეგოდ საკმარისი პირობებია რათა, ორმა "ქმნილებამ" იარსებოს და ერთმანეთის შეცნობით დაკავდეს. ასე წარმომიდგენია მე ჩვენი შინაგანი სამყაროს შეხვედრა იმასთან რაც რეალურად ვართ.
 როგორც ამბობენ "ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ"-ო!