ლარის კურსი გაუფასურდა. დოლართან მიმართებით ისე დაეცა, რომ ცენზურის დარღვევის გარეშე შეუძლებელია სიტუაცია აღწერო. საქართველოს ეროვნული ბანკის (ორდონიან საბანკო სისტემაში, პირველ დონეზე მდგომი და საბანკო სისტემის მაკონტროლებელი... არა მარტო...) საიტზე შეგიძლიათ იხილოთ 21/02/2015-ისათვის კურსი 1 GEL = 2.1771 USD .
სათქმელის მაქსიმალურად შემოკლება მიყვარს და ამიტომ ამ ტრადიციას არც არ შემთხვევაში დავარღვევ. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ფაქტია პრობლემის წინაშე ვდგავართ, რაღაც უნდა ვიღონოთ რათა შემდგომში სიტუაციის რეგულირება შევძლოთ და სავალუტო სტრესი მძიმე დეპრესიაში არ გადავზარდოთ, მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ...
ქართველობა როგორც ჩანს საკმაოდ მრავალპროფილური განათლებით გამოირჩევა და მისთვის არ არის რთული დასკვნები გააკეთოს როგორც სამედიცინო სფეროში მიმდინარე ცვლილებებზე ასევე ეკონომიკურ ციკლში მიმდინარე პროცესებზე და ამას ერთნაირი "სიძლიერით" ახერხებს. ყველა მეორე ვისაც სურს ექსპერტულ დონეზე, საკუთარ ტონში და სიტყვებში მტკიცედ დარწმუნებული აცხადებს "წინ გველოდება გარდაუვალი კატასტროფა და ეს ქართული ვალუტის, ლარის დასასრულის დასაწყისია"
რა თქმა უნდა ყველას აქვს უფლება წეროს და ილაპარაკოს იმაზე რაზედაც სურს თუმცა რეკომენდაციის სახით მაქვს მოსაზრება, რომელიც შეიძლება სავსებით სუბიექტურია, მაგრამ თავს მოვალედ ვთვლი ამის შესახებ დავწერო. პანიკას არასდროს არცერთი სიტუაციიდან არ უპოვია გამოსავალი, მეტიც იგი არასდროს ყოფილა ოდნავი დამხმარეც კი წინააღმდეგობების გადალახვისას და თუ ვისაუბრებთ მისი, როგორც ფაქტორის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიური ასპექტით შესაძლებელია მისი გამოყოფა.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე სამომავლო დასკვნების გაკეთება მავანთათვის მიმინდვია, მე კი პოზიტიური მომავლის მჯერა და ვიმედოვნებ სიტუაციის დასტაბილურებას რა თქმა უნდა ჩვენდა სასარგებლოდ.
დაე ღმერთი იყოს სრულიად საქართველოს მფარველი ამ განსაცდელის ჟამს.
No comments:
Post a Comment