Thursday 12 February 2015

უძილობა და უაზრობა

 ქალაქური საღამო ჩამოწვა გარეთ. ოთახში მსუბუქი თუმცა ენერგიული მელოდია ჟღერს. სასიამოვნოდ ირეკლება ფანჯრებზე განათება. ასეთი გარემო ხელს გიწყობს, რომ იფიქრო და დროს აქვს კიდევ მნიშვნელობა. როდესაც ღამის 1-ელ საათზე გღვიძავს არაფერი დაგრჩენია აზროვნების და ფიქრის მეტი.
 ჩემი ქვეყანა ძალიან უცნაურია და განსხვავდება სხვა ქვეყნებიდან როგორც ფენომენი. აქ ერთდროულად უყვართ და სძულთ დასავლური ღირებულებები. სუფრა ცალკე ავტონომიაა და სხვათა შორის კანონებზე მეტად მის ტრადიციულ გამოძახილებს იცავენ.
 შარლი ? წარმოდგენა არ მაქვს ვინ, როგორ და რანაირად, უბრალოდ facebook-ის სივრცე აივსო ჩემთვის უცნაური ფრაზით "დღეს მეც შარლი ვარ". ზოგჯერ ასეთ მოვლენებთან მიმართებით ნულოვანი ინტერესი გამიჩნდება ხოლმე და თავსაც არ ვიწუხებ მოვიძიო ინფორმაცია, რამეთუ ყველა სხვამ იცის და მე რატომ ვიტკიო თავი?!
 კიდევ ვიღაც ჩამოყავთ. თუ ჩემი მეგობარი სწორად წერს თავის ვირტუალურ კედელზე ეს ალენ დელონია ფრანგული კინო ლეგენდა. მე ვფიქრობ ისიც სარწმუნოა მაგას "მაპი" აქვს თან წამოღებული და ევროკავშირთან ასოცირებაც მაგის გაჩალიჩებულია. ახლა მოვიწვიეთ კიდევ მეტისთვის. (მეტი კიდევ ზოგადი ცნებაა)
 ლოგიკური კავშირები ჩვენთან არ უნდა ეძებოთ. აქ ყველაფერი სპონტანურია და ნაკლებ რაციონალური. რაციონალიზმიც, როგორც ასეთი სადღაც კუთხეში მიყუჟულია და სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცაების მიერ იჯირყვნება თუ იჭირხვნება.
 მიჯირყვნა კიდევ საიდან მოიგონეს ეგ ხომ საერთოდ მაგდებს კალაპოტიდან. არ აპატიეს იმ ზებრათ მომშენებელს. ძნელი უნდა იყოს ამოდენა ფულის დაგროვება, თუმცა ამოდენა ხალხის "დაბოლება" საკმაოდ მარტივია, როგორც აღმოჩნდა.
 სად ვიყავით და სად მივედით ან მივდივართ თუ რას ვაკეთებთ? ვუყურე ინტერვიუს აძლევდა ერთი საკმაოდ ასაკოვანი ადამიანი, ნაპარლამენტარი და მეწყინა გულწრფელად ის რატომ მოხვდა იქ სადაც მოხვდა თქო, მაგრამ აქაც ის ამბავია რასაც ვიმსახურებთ.
 ერთი სიტყვით არ უნდა მოიკლო ძილი!

No comments:

Post a Comment