Wednesday 21 January 2015

ცოდნის sharing-ი!

 ბოლო პერიოდის ტენდენციაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ყველა ცდილობს საკუთარი ცოდნის და არცოდნის გაზიარება მოახდინოს სხვადასხვა ფორმით. (მე ბლოგს ვწერ მაგალითისთვის)
 ერთი სიტყვით შევდივარ ჩემ საყვარელ ვიდეოების პორტალზე youtube (ზოგადად არჩევანის სპექტრი დიდია) და ვნახულობ ათეულ პრეზენტაციას სხვადასხვა კონკრეტულ თემაზე. აქედან 75 % (ყველაზე ცუდი დათვლით) აბსოლიტური სისულელეა, ხოლო დანარჩენი 25 % -ისთვის იყურება. და კიდევ 99 % აქედან კომერციული მიზნით კეთდება და "მონეტიზაციის" პრიმიტიულ პროცესზეა ორიენტირებული. მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია უბრალოდ ფაქტია ასეთი. არ ვიცი რამდენად "გაგისწორდება" როდესაც ინფორმაციის მომწოდებლის მიზანი რამდენადმე ცდება იმ ღირებულებებს რომელზეც თავად მთხრობელი, მასწავლებელი აპელირებს.(ანუ ცოდნის გაზიარება ლამის უანგაროდ)
 მოკლედ ნუთუ ასეთი კეთილები გავხდით ? - ძალიანაც ვისურვებდი ამას თუმცა... არ მინდა ვინმეს გულწრფელობაში ეჭვი შევიტანო და ამას არც გავაკეთებ დაე არჩევანი თავად მკითხველმა გააკეთოს.
 ადრეც მითქვამს და ახლაც იგივეს გავიმეორებ. ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს მივაღწიოთ დასახულ მიზანს და იგი არ ცდება იმ შესაძლებლობების ზღვარს, რომელიც გაგვაჩნია. პირველ რიგში ვაცნობიერებთ რა გვსურს და შემდგომ ამისა სტრატეგიულად განსაზღვრული ნაბიჯებით, მიზანიმართული სვლაა საჭირო, კონკრეტულ შემთხვევებში კი სიტუაციისდა შესაბამისად სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებაც მოგვიწევს.
 მე და ნებისმიერი სხვაც ვერაფერს გასწავლით საკუთარი თავის შესახებ. არც ის მეთოდები გამოგადგებათ მე რომ გამოვიყენე ინტროსპექციის პროცესში.
 ალბათ ეს საკმაოდ მცირე მოცულობის ჰერმეტულად დახურულ ოთახს გავს სადაც ფიზიკის კანონების საწინააღმდეგოდ საკმარისი პირობებია რათა, ორმა "ქმნილებამ" იარსებოს და ერთმანეთის შეცნობით დაკავდეს. ასე წარმომიდგენია მე ჩვენი შინაგანი სამყაროს შეხვედრა იმასთან რაც რეალურად ვართ.
 როგორც ამბობენ "ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ"-ო!

No comments:

Post a Comment