სიმშვიდე მომენატრა...
ვცდილობ წარმოვიდგინო ორგანულად მწვანედ შეღებილი წიწვოვანი ტყე, სადაც შეგიძლია საკუთარ
სუნთქვას ყური დაუგდო და რიტმი დაიჭირო, კონკრეტული სიცოცხლის რიტმი... მომენატრა მთის
მკაცრი კლიმატი და ჰაერი, რომელიც ჟანგბადით არის სავსე... წმინდა ქარის მოტანილი ნადირის
ღრიალი და მდინარის უშრეტელი ხმაურის აღრევა მომენატრა...
სულ ორი წამით
ვფიქრობ შეჩერებას... მიმოვიხედო ეგებ და მივხვდე რა გავაკეთე ან რა გავაფუჭე,
რა დავანგრიე ან რა ავაშენე. ძალიანაც, რომ მოვინდომო ეს შესვენება ვერ გამაჩერებს.
კმაყოფილების გრძნობა საქმის მიმართ ერთ დღეზე მეტხანს არასდროს მქონია. მიზნისკენ
სწრაფვას უკვე ინსტიქტურად ვაგრძელებ, რამეთუ სისხლში მაქვს სასურველი სასრულის წითელი
ნაწილაკები, რომლებიც ხასიათდებიან თვითგანახლებით, რაც თავის მხვრივ ჩემ მუდმივ მოძრაობას
განაპირობებს ყველგან და ყველაფრისკენ.
მინდა თუ არა
მაინც მომიწევს შესვენება ავიღო... რა ჯიუტი ხასიათის პატრონიც არ უნდა იყო ვერაფერს
გახდები თიხით შეტიტყნილი სხეულის ყოველი მცირე წერტილი, რომ გიმტყუნებს თავისი მიწიერი
არარაობითა და უსუსურობით. აი იდეა, აზრი, მიზანი კი მუდმივად შეინახება და მას ვერაფერი
შეეხება თუ ჭეშმარიტად გწამს და გაკმაყოფილებს არგუმენტები, რომელთაც ფლობ. (შეიძლება
არაფერსაც არ ფლობდე და „ბრმა“ ფანატი იყო)
თუმცა ზემოთხსნებეულთან
აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ყველაფერი მართლაც საოცრად მარტივდება, როდესაც მომდევნო დილის
გათენებას ეჭვის ქვეშ აყენებ. უკვე დრო თავის უზარმაზარ ძალას თვალნათლივ წარმოაჩენს,
ისევ და ისევ შენივე ძალისხმევით. გეგმებიც თავისით იფილტრება წვრილმანებიდან აუცილებლებამდე.(აქ
საკითხავია თუ ვისთვის რა არის მთავარი) ზოგჯერ იმედგაცრუებაც გველის, მაგრამ სიტყვა
ზოგჯერ უკვე იმედის მომცემია, მით უფრო ასეთ კრიზისულ გარემო პირობებს თუ წარმოვქმნით...
წმინდა ქარის
მოტანილი ნადირის ღრიალი და მდინარის უშრეტელი ხმაურის აღრევა მომენატრა...
No comments:
Post a Comment