ვიღვიძებ?
(კითხვა დაიბადა დილით, როცა რეალობასა და სიზმარს
შორის არსებული ბურუსი ვერაფრით გავფანტე)
ფხიზლად ვარ?
(კითხვა დაიბადა მზის ჩასვლისას... ხედის
საყურებლად მისულმა ვერც კი შევნიშნე როგორ გაქრა მზე ჰორიზონტიდან)
საკუთარი
სურვილები მმართავენ?
(კითხვა დაიბადა როდესაც სწრაფი კვების ობიექტში
შესვლისას აღმოვაჩინე რომ უკვე 50–მეათედ ვდებ პირობას, რომ ოდესმე შევეშვები
არაჯანსაღი პროდუქტით კვებას)
სურვილი
რომელიც ჩნდება,
ჩვენივე გონების თავისუფალი ნების საფუძველზეა აღმოცენებული?
(კითხვა დაიბადა სარეკლამო ბანერის წინ, როცა
მომინდა ის რაც არასდროს მომინდებოდა)
რასაც
ვეხები რეალურია?
(კითხვა დაიბადა მცდელობისას ყინულის ცივი ნატეხი
აღმექვა გავარვარებულ ლითონის ნაგლეჯად... საპირისპირო ექსპერიმენტი მავნებელი
იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის)
მატერია
თავისი არსით მატერიაა?
(კითხვა დაიბადა სპონტანურად, არაფრისგან, მაგრამ
იგი მაინც გაჩნდა)
სიტუაცია
მხოლოდ ერთ განზომილებაში და მხოლოდ ერთი სახით ვითარდება?
(კითხვა დაიბადა მას შემდეგ რაც ვუყურე DC-ს ანიმაციას,
სუპერ გმირ Flash-ის
მონაწილეობით... იგი ავითარებს ზებუნებრივ სიჩქარეს რის საშუალებითაც
გადაადგილდება დროის ხვრელში და წარსულში ცვლის გარკვეულ მოვლენებს რაც თავის
მხვრივ იწვევს მომავლის სახეცვლილებასაც)
მისია
რომელიც უნდა შევასრულო, ჩემივე არსებობის გამართლებად შეიძლება მიჩნეულ
იქნეს?
(კითხვა დაიბადა ჩემს მიერ ჩემივე მისისს
განსაზღვრისას)
რამდენჯერ
ვაღებთ კარს ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში?
(კითხვა დაიბადა როდესაც ბუდისტურ
წარმოდგენებს ვეცნობოდი გარდაცვალებაზე)
ვინ არის
ჰომოსაპიენსი... ბუნების ჭეშმარიტი მკვიდრი თუ სიმსივნური წარმონაქმნი რომლის
მოკვეთა გახდება საჭირო?
(კითხვა დაიბადა 2012 წლის მიწურულს)
შევძლებ კი
ოდესმე ჩემ გენეტიკურ კოდში დაშიფრული, ისტორიული გამოცდილების სრულად ათვისებას
და გამოყენებას?
(კითხვა დაიბადა BBC-ის შემეცნებითი პროგრამის ჩვენების შემდეგ)
დროის მსვლელობა სამყაროს გაფართოების პროცესის
პირდაპირ პროპორციულია?
(კითხვა დაიბადა მას შემდეგ რაც სამყაროს
წარმოშობის შესახებ დიდი აფეთქების თეორიას გავეცანი, ასევე „ინფლაციის“ თეორიასაც)
სად
ვიყავით , სად მოვედით და სად მივდივართ?
(კითხვა დაიბადა...)
No comments:
Post a Comment