იყო და არა იყო რა... ასე „აბოლებდნენ“ ბავშვებს ჩემს ბავშვობაში.
ახლა იგივე მეთოდს პოლიტიკოსები იყენებენ, რათა მართონ „მორჩილნი ცხვარნი
ქვეყანასა ამას ზედა“... რას ვიზამთ რაც ვართ ეს ვართ და ხელის ჩაქნევაშიც კიდევ
ბადალი არა გვყავს...
სახლში
მივდიოდი სამარშრუტო ტაქსით და როგორც წესად აქვთ ხოლმე მოსახლეობის უმეტეს ნაწილს
აქაც დაიწყო ქვეყნის მიმდინარე, წარსული და მომავალი პოლიტიკური მიმართულების
გაკრიტიკება ... მეწყინა ცოტა არ იყოს საკუთარ დანაშაულს არავინ ხედავდა... ასე
ვიფიქრე ყველაფერს მე და ჩემ თაობას გვტენიან თქო (ეს ასეც იყო)... გადააბრალეს
მთელი ქვეყნის დანგრევა ბინძურ ახალგაზრდებს და არავინ არ გაიხსენა ერთი აგური მეც
მაქვს ისეთი საწარმოდან წამონაღები რომელიც, რომ არა ის აგური შესძლებდა
გაეგრძელებინა ფუნქციონირებაო... არც ის თქვეს ახლაც იგივეს ვიზამთ მთავარია შანსი
მოგვეცესო... ისე გავბრაზდი, რომ
დავარღვიე ყველა კონონი რომელსაც საკუთარ თავს ვუწერ და ჩავერიე „უცხოთა“
კამათში... ვუთხარი „დიდ პოლიტიკურ
ექსპერტებს“, თქვენ და თქვენისთანები არ იყვნენ ბიძაჩემო ხან კალაშნიკოვით და ხან
ვარდებით რომ დარბოდნენ თქო... ეწყინა... არაფერ შუაში ვარო... სიტუაციის
შემთხვევითი მსხვერპლი ვარო... დრო იყო ისეთი და აბა რა მექნაო... მით უფრო
ყველაფერს მთავრობა წყვეტს და ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვართო...
ამ
ბიძაკაცს ვერაფრით გაამტყუნებ საკუთარი დაზეპირებული სიმართლით დადის, რომელიც
ლოგიკას „ძვლებში ამტვრევს“ პირდაპირ(მათ ასე ჰგონიათ პრინციპში)... საუბედუროდ ასეთ
ბიძაკაცთა მთელი კასკადა არსებობს, რომლებიც მისტირიან კომუნისტურ სიამტკბილობას,
90იანების უსაზღვრო შესაძლებლობებს და ციხეში მომხდარ შემთხვევებსაც მეტად
ჰუმანურს უწოდებენ...
მივხვდი
შთაგონების ძალა უცნაურია ძალიან. თუ ჯანმრთელ ადამიანს დაარწმუნებ ხელები არა
გაქვსო საჭმელს ღორივით შეჭამს თეფშიდან. რა ვუყოთ, ვგავართ ჩვენც ამ უწყინარ
შინაურ ცხოველებს და არა მარტო ამ თვალსაზრისით. ვიდრე გვაჭმევენ არ ვჭყვიტინებთ,
თუმცა მადა მუდმივად გვეზრდება და მეტს ვითხოვთ. როდესაც საჭმლის მოწოდება
შეგვიმცირდება ჯერ ხმაურს ვიწყებთ შემდეგ კი „პატრონსაც“ დღიურ ულუფად ვაქცევთ და
ისევ, ხელახლა რომელიმე ღორს მივანიჭებთ ძალაუფლებას ჩვენ კი კვლავ დაველოდებით
კუთრ ულუფას...
გულით
მინდა დავიჯერო, რომ გავიზარდეთ, მეტი ვისწავლეთ და საკუთარი თავის, ოჯახის,
ქვეყნის მშენებლობისთვის თავადვე ვაგროვებთ საჭირო მასალას, მაგრამ საწყენია როცა
არავინ ხმას არ იღებს იმაზე, რომ საგადასახადო წნეხი შეამცირონ და პარალელურად
ყველა ყვირის მთავრობამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს წარმოებული პროდუქციის გასაღება
და გასასაღებელი ბაზრის ძიებაცო... გინდათ, რომ განათლება უფასო იყოს და არა ის
თავადვე შეგეძლოთ ნებისმიერი საფასურის თავისუფლად გადახდა განათლების
მიღებისათვის... ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს ჩვენ არ გვსურს თავადვე ვიყოთ
საკუთარი ბედისა და თავის წამმართველნი, თითქოს გვწადია, რომ ვიღაცამ ზემოდან
(სავარაუდოდ ზეადამიანმა) ჩვენსავე მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები და ის რაც
ჩვენი გასაკეთებელია მან გააკეთოს...
იყო და არა
იყო რა...
No comments:
Post a Comment